ICPS 2024-ის პანელური დისკუსა
14 აგვისტო 2024
ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის (ICPS 2024) ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია მოწვეულ სპიკერებთან ერთად კახა ბენდუქიძის კამპუსში. დისკუსიის თემები მორგებული იყო სტუდენტებისთვის საინტერესო საკითხებზე.
პროფესორმა ანამარია ფორნმა, დოქტორ ჯულიანო კირიაკომ და დოქტორ ადამ ფინლიმ ისაუბრეს მეცნიერული შედეგების გაზიარების გზებზე თავიანთი გამოცდილების გათვალისწინებით და აკადემიაში კოლაბორაციების დამყარების მნიშვნელობის შესახებ. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეკითხათ რჩევები, თუ როგორია თანამშრომლობის დამყარების ყველაზე ეფექტური გზა და კარიერის რა ეტაპიდან არის საჭირო ამაზე ზრუნვა.
პროფესორმა ლენა ფუნკემ და პიტერ ვან არკელმა ისაუბრეს მსგავსებებსა და განსხვავებებზე აკადემიასა და ინდუსტრიაში და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს. პროფესორებმა სტეფან პუდსმა და ილია ნემენმანმა კი ისაუბრეს მენტალურ ჯანმრთელობაზე სამეცნიერო კარიერის სხვადასხვა ეტაპზე.
სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა პანელის სპიკერებისათვის ეკითხათ რჩევები თუ როგორ გაუმკლავდნენ წარუმატებლობას, როგორ მოიპოვონ დაფინანსება სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციისთვის, ასევე თუ რამდენად დიდია სწავლების მნიშვნელობა და როლი პროფესორის კარიერაში.
მოწვეულმა სპიკერებმა სტუდენტებს გაუზიარეს მათი გულწრფელი გამოცდილება, არც წარუმატებელი მცდელობების გაზიარებას მოერიდნენ, რამაც სტუდენტებს აკადემიურ გარემოცვაში არსებულ რეალურ გამოწვევებსა და სირთულეებზე რეალური სურათი დაანახა.
ICPS 2024-ის საქართველოს ფიზიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GAPS) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. კონფერენციის გენერალური მხარდამჭერია კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი.
A panel discussion was held at the International Conference of Physics Students (ICPS 2024) on the Kakha Bendukidze Campus, focusing on topics particularly relevant to students experiencing their first exposure to the academic world.
Professors Anamaria Font, Dr. Giuliano Chiriaco, and Dr. Adam J. Finley shared their insights on effectively communicating scientific results and emphasized the importance of collaborations in academia. Students had the opportunity to ask questions about the best strategies for initiating collaborations and the optimal timing for pursuing these endeavors in their careers.
Professors Lena Funcke and Peter Van Arkel discussed the differences and similarities between academia and industry, drawing on their own experiences. Meanwhile, Professors Stefaan Poedts and Ilya Nemenman addressed the crucial topic of mental health throughout an academic career.
Students sought advice on dealing with failures, securing grants for international conference travel, and understanding the role of teaching in a professor's career.
The panelists provided students with a comprehensive view of life in academia, candidly sharing their own challenges and failures, which offered a more nuanced understanding of the academic journey.
ICPS 2024 is organized by the Georgian Association of Physics Students (GAPS) and the Free University of Tbilisi. The general supporter of ICPS 2024 is the Kakha Bendukidze Knowledge Fund.




