იდეების კონკურსი - განათლება საზღვრების გარეშე
17 აპრილი 2026
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, ფილიპ მორის საქართველოსთან თანამშრომლობით, ჩატარდა იდეების კონკურსი - განათლება საზღვრების გარეშე.
სტუდენტებს უნდა შეემუშავებინათ პროექტები ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტით, რომლებიც გაზრდიდა განათლების ხელმისაწვდომობას რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
კონკურსის საწყის ეტაპზე მონაწილეობას იღებდა სტუდენტებისგან შემდგარი 21 გუნდი, მეორე ეტაპზე გადავიდა 8 გუნდი და მათგან ფინალურ ეტაპზე გადასული 3 გუნდის წევრებმა მიიღეს სწავლის საფასურის დაფინანსება.
- პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა “ელენია” - გურამ მარგალიტაძის, ნია ღლონტისა და დემი ელბაქიძის შემადგენლობით.
- მეორე ადგილზე გავიდა ანამარია ნაკაიძის, ნატა ღაღანიძისა და ლუკა ნორაკიძის გუნდი - “თელოსი”.
- მესამე ადგილზე გავიდა გუნდი “არჩევანი - არადანი” - ლუკა ზვიადაურის, თათია ნინოშვილისა და ბიძინა ფარჯიანის შემადგენლობით.
გუნდის ყველა წევრმა მიიღო სწავლის ფინანსური მხარდაჭერა, ხოლო გამარჯვებულ გუნდს დამატებით გადაეცემა ფინანსური რესურსი საკუთარი იდეის განსახორციელებლად.