GE

iDo.ge-ს წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

19 მარტი 2015

დისტანციური დასაქმების პორტალის iDo.ge-ს მარკეტინგსი სამსახურის წარმომადგენლები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდნენ.

პრეზენტაცია დისტანციური დასაქმების პრინციპებს და მის გამოყენებას შეეხებოდა.

მომხარებელს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი შეკვეთა, რისი გაკეთებაც დისტანციურად შეიძლება (მაგ. თარგმანი, ლოგო, ონლაინ ტრენინგი თუ სხვა).

ასევე, კომპანიის მეშვეობით შესაძლებელია დამკვეთმა მიიღოს იაფი მომსახურება საკუთარი ბიზნესისა თუ იმ კომპანიისთვის, სადაც მუშაობს.

iDo.ge საქართველოში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი საიტია, რომელიც ფრილანსერებს დარეგისტრირების და დისტანციურად თანხის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.

კომპანია iDo.ge თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებულ დასაქმების ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას.