iGeneration-ის კონკურსში ტრადიციულად კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების სტუდენტებმა გაიმარჯვეს
01 ივნისი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის (აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი) სტუდენტი - ზურა ოშხნელი iGeneration-ის პროგრამის გამარჯვებული გახდა.
ზურა სწავლას ოთხი წლით ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში, ფონდის სრული დაფინანსებით გააგრძელებს.
პროგრამა ფარავს სწავლის, საცხოვრებლისა მგზავრობის სრულ ხარჯებს.
iGeneration არის კერძო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მხარდაჭერაზე.
პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ყოველწლიურად ავლენს გამარჯვებულებს და არსებობის განმავლობაში, ყოველთვის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი იმარჯვებდა.
წელს პირველი შემთხვევაა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტთან ერთად, სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმაც მოიპოვა.
შესაბამისად, ირლანდიაში ზურასთან ერთად აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, ელენე მაისურაძეც გაემგზავრება.