ილია ღლონტის შეხვედრა სტუდენტებთან
04 მარტი 2015
პარასკევს, 6 მარტს, 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 415-ე აუდიტორიაში შედგება შეხვედრა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტთან, ილია ღლონტთან, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინაში როვნას ოლქის ვიცე-გუბერნატორი გახდა.
საუბარი შეეხება უკრაინაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, რომელიც ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
გარდა ამისა ვიცე-გუბერნატორი საკუთარ გამოცდილებაზე მოყვება - გუნდის ფორმირებაზე, მუშაობის პრინციპებსა და იდეებზე.
განიხილება ახალგაზრდების შესაძლო დასაქმების თემაც.