გიორგი არაბიძის ამოცანა IMC-ზე
04 აგვისტო 2023
მათემატიკის საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადისათვის (IMC) ამოცანების შერჩევაზე დიდი კონკურსია და უკვე მეორედ გამოიყენეს ქართველის შედგენილი ამოცანა. ამოცანა ეკუთვნის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების კურატორსა და პროფესორს, გიორგი არაბიძეს.
IMC-ზე გამოყენებული პირველი ქართული ამოცანაც გიორგი არაბიძეს ეკუთვნოდა.