GE

იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის რეგისტრაცია დაიწყო

06 თებერვალი 2015

რეგისტრაცია 2015 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრისთვის დაიწყო!

ტურნირი, რომელიც მომავალი იურისტებისთვის ტარდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ღონისძიებაა ევროპის მასშტაბით.

უმთავრესი მიზანი ევროპის კავშირის სამართლის სიღრმისეული სწავლა და პოპულარიზაციაა.

შეჯიბრი 1-4 მაისს თბილისში ჩატარდება.

შეჯიბრი 1994 წლიდან ტარდება კემბრიჯის უნივერსიტეტის (ინგლისი) და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (European Court of Justice) ეგიდით და მის ორგანიზებას ახორციელებს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბრიტანული სამართლის ცენტრი. ყოველ წელს შეჯიბრი სხვადასხვა ქვეყნებში იმართება (პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ხორვატია), წელს კი საქართველოში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდება.

შეჯიბრში მონაწილეობით დაინტერესებული უნივერსიტეტების რეგისტრაციის ვადა 28 თებერვალია.

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ.