GE

InLiberty და თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ესსეების კონკურსს

18 ივნისი 2014

InLiberty და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი იწვევს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რათა ინგლისურ ან რუსულ ენებზე წარმოადგინონ ესსე, რომელიც იკვლევს და განმარტავს პირადი გამოცდლების საფუძველზე სოციალურ თვითიდენტიფიკაციაში მომხდარ ცვლილებებს. როგორ განმარტავ შენ შენს თავს? რომელ სოციალურ ერთობასთან მიკუთვნებულობით? თქვენი ქვეყნის მთავრობა რომელ მათგანს მიმართავს და რატომ? რას მოიმოქმედებდით ამასთან დაკავშირებით?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც გააჩნიათ სასაუბრო რუსულის კარგი ცოდნა. ესსეს წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 1–ლი ივლისი. მონაწილეებმა ესსები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: contest@inliberty.ru და inliberty@freeuni.edu.ge.

ესსეს პირველი გვერდზე მითითებული უნდა იყოს თქვენი სრული სახელი და გვარი, უნივერსიტეტი და თემის სათაური. ნაშრომი უნდა იყოს მინიმუმ ხუთი ნაბეჭდი გვერდი (9000 სიმბოლო). მსაჯები ყურადღებას მიაქცევენ ესსეში არსებულ სტილს, ლოგიკური მსჯელობის უნარს და არგუმენტების ხარისხს. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, რომ დრო არ დაკარგონ პლაგიატში!

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით შემდეგ მისამართზე: http://www.inliberty.ru/information/summer14/contest/register

კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდება 2014 წლის 15 ივლისს. მსაჯები ესსების კონკურსის საშუალებით შეარჩევენ მონაწილეებს, რომლებსაც შეეძლებათ შემდგომში მონაწილეობა მიიღონ InLiberty–ის და თავისუფალი უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში, 2014 წლის 24–31 აგვისტოს. საზაფხულო სკოლა გაიმართება თავისუფალი უნივერსიტეტის საგამანათლებლო ცენტრში, ბაზალეთზე. ფინალისტებს მიენიჭებათ გრანტი, რომელიც დაფარავს მათ საცხოვრებელ, კვებისა და მონაწილეობის ხარჯებს, ყველა სხვა აქტივობის ჩათვლით. გრანტი არ ფარავს მგზავრობის ხარჯებს.

ესსების კონკურსის გამარჯვებულებს: პირველ, მეორე და მესამე ადგილების მფლობელებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები 1000, 700 და 500 აშშ დოლარის ოდენობით. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება საზაფხულო სკოლის პერიოდში.

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@inliberty.ru.