GE

"ინტერაქტიული ხელთათმანი"-ს ავტორები დუბაიში მიიწვიეს

24 ნოემბერი 2015

3 ქართველი სტუდენტის მსოლფიო აღიარება.

თავისუფალი, აგრარული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საკუთარი ინოვაციური გამოგონებით დუბაის საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაზე მიიწვიეს.

დიმიტრი ცხოვრებაძე - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია, გიორგი გაბარაშვილი - აგრარული უნივერსიტეტში სწავლობს, ხოლო, სიმონ ინვია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ღონისძიებას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, დუბაი-მოლი უმასპინძლებს.

სტუდენტების პროექტმა "ინტერაქტიული ხელთათმანი" ორგანიზატორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოფენაზე მონაწილეობას მსოფლიოს ცნობილი კომპანიები მიიღებენ.

ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მსოფლიო ბაზარზე წამყვანი ტენოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ასევე, დაგეგმილია მათი შეხვედრა სხვადასხვა ცნობილი უნივერსტეტების სტუდენტებთან და პროფესორებთან.

გამოფენა 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.