GE

ინტერიერის დიზაინის კონკურსი აბიტურიენტებისთვის

25 თებერვალი 2017

აბიტურიენტებო, 25 მარტს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS) ატარებს ინტერიერის დიზაინის კონკურსს აბიტურიენტებისთვის.

 

აბიტურიენტებს კონკურსის  დაწყებამდე ინტერიერის დიზაინის ლექტორი, ვიკა ბერიშვილი, გააცნობს მონაწილეებს საჯარო სივრცის ინტერიერის ჩანახატის გაკეთების ძირითად პრინციპებს. 

 

საკონკურსო თემა იქნება კონკრეტული პროფილის საჯარო სივრცის ინტერიერის ჩანახატის ფანქარში შესრულება.

 

კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

  • რამდენად უპასუხებს  ნამუშევარი მოცემულ მოთხოვნას;
  • ნამუშვრის ინტერპრეტაციის ინოვატორულობა.

 

სასურველია, რომ კონკურსანტებმა გააკეთონ რამდენიმე ჩანახატი, სანამ საბოლოო ჩამოაყალიბებენ საკუთარ კონცეფციას, რათა შეძლონ იდეის განვითარების პროცესის დემონსტრირება.

 

კონკურსის ხანგრძლივობა 2 საათი.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა აბიტურიენტს  ვინც გეგმავს VADS-ში სწავლას.

 

კონკურსანტებს შეაფასებენ პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერები.

 

კონკურსში გამარჯვებულ აბიტურიენტებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები, რომლითაც თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში სწავლას დაიფინანსებენ 8 სემესტრის განმავლობაში.

I ადგილი - 1600 ლარი

II ადგილი - 1200 ლარი

III ადგილი  - 800 ლარი

 

ონკურსი ჩატარდება შაბათს, 25 მარტს, 12:00 საათზე თავისუფალი უნივერსტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დიდ სახელოსნოში.

 

კონკურსისთვის საჭირო მასალებს უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.

 

დარეგისტრირდით აქ 23 მარტამდე

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

თეკო ძიძიგური

 

ტელ: 555 49 06 49
ელ-ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge