GE

ირაკლი მაჩაიძე სწავლას Central European University-ში გააგძელებს

01 ივნისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი, ირაკლი მაჩაიძე სწავლას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (Central European University - CEU) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

ირაკლიმ უნივერსიტეტისგან 2-წლიან პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია მიიღო. მისი სწავლისა და კვლევის მიმართულება საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტები იქნება.

ირაკლი სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) მის მიერ შერჩეული პროგრამა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ავსტრიაში ყველაზე რეიტინგულია, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

ირაკლი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევრო-ატლანტიკური მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია

IR Ირაკლი Მაჩაიძე