მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში, Collège d'Europe-ში გააგრძელებს
17 აგვისტო 2023
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ღიბრაძე სწავლას ბელგიაში გააგრძელებს.
მარიამმა ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სრული სტიპენდია და დაფინანსება მოიპოვა. ის სექტემბრიდან სწავლას ევროპული პოლიტიკისა და მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს ევროპული კვლევების ყველაზე წამყვან და პრესტიჟულ უნივერსიტეტში - ევროპის კოლეჯში (Collège d'Europe).