GE

ნინო დემეტრაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

07 ივლისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური ენის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ნინო დემეტრაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.

ნინომ მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია და ჩაირიცხა თიენძინის უნივერსიტეტში, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში გაივლის სტაჟირებას ენის შემსწავლელ პროგრამაზე, გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონეს და გაეცნობა ადგილობრივ კულტურას.

ნინომ სწავლის პერიოდში ჩააბარა ჩინური ენის დონის არაერთი გამოცდა - HSK 2, 3, 4.

იგი აგრეთვე მონაწილეობდა არაერთ კონკურსში, როგორებიცაა: ჩინური ესეების, ჩინურად სიტყვით გამოსვლის, იეროგლიფების წერისა და ჩინური ენის ხიდის კონკურსები, სადაც მან დაიკავა საპრიზო ადგილები.

Nino Demetrashvili