GE

ირაკლი კორძახია

20 იანვარი 2015

მოწვეული ლექტორი

საგანი: ადვოკატთა პროფესიული ეთიკა

აკადემიური საქმიანობა: ირაკლი კორძახია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ლექციებს კითხულობს. წლების მანძილზე ის ასევე ლექციებს კითხულობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

განათლება: 2004 წელს ირაკლი კორძახიას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული სამართლის განხრით.
სამუშაო გამოცდილება - ირაკლი არის საადვოკატო ბიურო სპს ,,კორძახია, ჟღენტი''-ის პარტნიორი. სხვადასხვა წლებში ირაკლი იყო სს ,,თბილინტერნეტ ბანკსა'' და სს ,,აბსოლუტ ბანკში'' იურიდიული სამსახურის უფროსი. მსოფლიო ბანკისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების ფარგლებში ირაკლი მუშაობდა საკანონმდებლო ცვლილებებზე (მათ შორის, ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ლიზინგის კანონმდებლობის ცვლილებათა პროექტზე).