GE

ირანული ახალი წელი კამპუსში

17 მარტი 2015

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი გთავაზობთ აღნიშნოთ ირანული ახალი წელი ჩვენთან ერთად!

გაეცანით "ნოვრუზის" ტრადიციას, თანამედროვე ირანული პროზის სტუდენტურ თარგმანს და ისიამოვნეთ კლასიკური და სუფიური პოეზიით.

საღამოს დახურავს მუსიკალური ჯგუფი "სოქუთ" ირანიდან.

გელით ყველას კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 23 მარტს, 17:00-ზე, კულტურის ცენტრში.