GE

ისლამური სახელმწიფო და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა

17 ოქტომბერი 2015

17 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორი პროექტის - „ცივილიზაციათა ჯახი და კულტურათა დიალოგი" და "დიპლომატიის სკოლა IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის" ფარგლებში გაიმართა ლექცია-დისკუსია თემაზე „ჩვენი სამეზობლო, ისლამური სახელმწიფო და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა (ისტორიული პარალელები)".

მომხსენებელი - აღმოსავლეთმცოდნე, ერაყში გაეროს მისის მოქმედი წარმომადგენელი, დიმიტრი მანჯავიძე.