ისტორიული დღე - პირველად, თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი სადოქტორო ნაშრომს დაიცავს
04 აპრილი 2017
7 აპრილს 12:00 საათზე კამპუსის 415-ე აუდიტორიაში თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი, გიორგი ნარიმანიშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ისტორიაში ეს სადოქტორო ნაშრომის პირველი დაცვაა.
სადოქტორო თემა: "საქართველოს ურთიერთობა ფატიმანთა სახალიფოსთან XI საუკუნეში." ხელმძღვანელი გოგი კაციტაძე.
სადისერტაციო კომისიის წევრები: თინათინ ქაროსანიძე, ერეკლე ასტახიშვილი.
რეცენზენტები: ირაკლი თოფურიძე, ნანი გელოვანი.