GE

იურიდიული განათლების კონფერენცია ბიზნესის სამართალში

16 დეკემბერი 2015

2-13 დეკემბერს ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა რიგით მეხუთე განგრძობადი იურიდიული განათლების კონფერენცია ბიზნესის სამართალში.

კონფერენციას ესწრებოდა 80-ზე მეტი პრაქტიკოსი იურისტი საჯარო და კერძო სექტორიდან.

კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც არის საწარმოს პარტნიორთა და დირექტორთა გარე პასუხისმგებლობა, კონკურენციის სამართლისა და გადახდისუუნარობის საკითხები. ასევე ვალუტის კურსის ცვლილების ზეგავლენა სამოქალაქო ურთიერთობებზე და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

გ.ი.გ კონფერენცია ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ეგიდით 2011 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს მიმდინარე წლის აქტუალური საკითხების განხილვასა და დისკუსიებს დარგში მომუშავე სპეციალისტებთან.