GE

იზმირის უნივერსიტეტის დელეგაცია კამპუსში

15 აპრილი 2015

15 აპრილს კამპუსში გაიმართა შეხვედრა იზმირის (თურქეთი) უნივერსიტეტის დელეგაციასთან, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ინგლისური ენის პროფესორი Wayne Trotman და პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, მეჰმეთ ბულენთ ულუდაღი (მიხეილ ხმალაძე).

სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საკუთარი უნივერსიტეტის შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს თავისუფალ უნივერსიტეტსა და იზმირის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხები მევლანას პროგრამის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს სტუდენტურ და აკადემიურ გაცვლებს.

აგრეთვე, საუბარი შედგა კვლევითი და კულტურული პროექტების განხორციელებასა და სათანადო დაფინანსებაზე.