GE

Japanese Language Proficiency Test 2024

13 მარტი 2024

2024 წლის 7 ივლისს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის იაპონური მიმართულება ორგანიზებას გაუწევს რიგით მერვე იაპონური ენის სასერტიფიკატო გამოცდას (Japanese Language Proficiency Test - JLPT).


გამოცდაში მონაწილეობის აპლიკაციის ფორმისა და მისი შევსების ინსტრუქციის ელექტრონული ვერსიის მისაღებად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ თანდართული დოკუმენტები.

საგამოცდო აპლიკაციის ფორმა ივსება ელექტრონულად. ყურადღებით გაეცანით მისი შევსების ინსტრუქციას და სრულყოფილად შეავსეთ.

აპლიკაციის ფორმის ჩაბარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად (შევსებული აპლიკაციის ფორმა უნდა ამობეჭდოთ A4 ფორმატზე, მოაწეროთ ხელი, დასვათ თარიღი, ჩააკრათ ფოტოსურათი და შემდეგ დასკანერებული ასლი უნდა გამოგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე).

 

განაცხადისთვის საჭიროა ფოტოსურათი 3x4.

გამოცდაზე გასვლის  საფასური დონეების მიხედვით შემდეგია:

N5 – 70 ლარი

N4 – 70 ლარი

N3 – 70 ლარი

N2 – 85 ლარი

N 1 – 85 ლარი

 

გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული გადარიცხვის ფორმით. შესაბამისი თანხა ჩარიცხეთ ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე და საგამოცდო აპლიკაციის ფორმასთან  ერთად გადახდის ქვითარიც გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jlpt@freeuni.edu.ge

საბანკო ანგარიშის ნომერი: GE41BG0000000608842300


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 მარტი 18:00 საათი.


საკონტაქტო ტელეფონი: 555 729179

 

დოკუმენტები:

 

აპლიკაციის შევსების ინსტრუქცია

ელექტრონულად შესავსები აპლიკაცია

Japan