ჯესაპის შეჯიბრის ეროვნული ჩემპიონი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი გახდა
09 მარტი 2015
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის 2015 წლის ეროვნული ჩემპიონია!
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ჩემპიონის ტიტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
სამართლის სკოლის სტუდენტებს თამარ ჯიქიას, მაია ჯეჯელავას, სალომე მელაძეს და მათ ლექტორებს დავით კაპანაძესა და თამარ თომაშვილს, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაცია და სტუდენტები ვულოცავთ მორიგ გამარჯვებას.