GE

ჯგუფი ბულიონი VADS-ში პრეზენტაციას ჩაატარებს

05 მაისი 2015

6 მაისს, 16:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის VADS-ის, მოწვევით ჯგუფი ბულიონი ატარებს პრეზენტაციას VADS-ის დიდ სახელოსნოში.

ჯგუფი ბულიონის წევრები: ნატალია ვაწაძე, თეიმურაზ ქართლელიშვილი, ლადო ხარტიშვილი, კოკა ქიტიაშვილი, ეკატერინე ქეცბაია და ზურაბ კიკვაძე, თბილისში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ბულიონის მულტიმედიურ საჯარო ხელოვნებასა და ინტერაქტიულ პერფორმანსებში სივრცე, იმიჯები და ისტორია ერთად ქმნის ნამუშევრის კონტექსტს. 2013 წლის ვენეციის ბიენალეზე ჯგუფი ბულიონი იყო საქართველოს პავილიონის ერთერთი მონაწილე.