კამპუსში სტუდენტური დასაქმების ფორუმი გაიმართა
26 აპრილი 2023
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში გაიმართა სტუდენტური დასაქმების ფორუმი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო 100-მდე კომპანიამ, რომლებიც ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს და გააცნეს თავიანთ კომპანიებში სტაჟირებისა, თუ დასაქმების შესაძლებლობები.
სტუდენტური დასაქმების ფორუმი კამპუსში ყოველ სემესტრში იმართება და მიზნად ისახავს სტუდენტების კარიერული განვითარების მხარდაჭერას.
