GE

ჯონ იშიამას საჯარო დისკუსია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე

31 ოქტომბერი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა ჯონ იშიამას საჯარო დისკუსია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე.

ლექციის განმავლობაში ჯონ იშიამამ განიხილა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის მუშაობის პრინციპები, მიმდინარე გამოკითხვების მონაცემები და მოსალოდნელი შედეგები, არჩევნების შედეგის გავლენა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, ასევე ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე.

ჯონ იშიამა ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა საპატიო მკვლევარი - პროფესორია.
2012 წლიდან 2016 წლამდე ჯონი მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო გამოცემის American Political Science Review -ს მთავარი რედაქტორი იყო. მისი სპეციალიზაცია დემოკრატიზაცია და პოლიტიკური პარტიებია. 
იშიამა 7 წიგნისა და 130 სამეცნიერო სტატიის ავტორია. მისი სატატიები იბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა American Political Science Review, Perspectives on Politics, Comparative Political Studies, Comparative Politics, and Political Science Quarterly.