GE

JTI-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდნენ

10 მარტი 2015

კომპანია JTI კავკასუსმა (Japan Tobbacco International) გამარჯვებულები გამოავლინა!

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი მანჩო ოქროჯანაშვილი მიიღებს სემესტრის 100%-იან დაფინანსებას, ხოლო გიორგი მოდებაძე - სემესტრის 50%-იან დაფინანსებს.

JTI უკვე წლებია მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებელთა შორის.

კომპანია თავისუფალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსს ახორციელებს.

ყოველ სემესტრში ახალი გამაჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც, შესაბამისად ნახევარი წლის სასწავლო გრანტს მოიპოვებენ.

გრანტის გადაცემის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე სტუდენტებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია მიმდინარე სემესტრში დაგეგმილი საგრანტო კონკურსის შესახებ.