JTI კონკურსის გამარჯვებულები
13 დეკემბერი 2018
JTI კონკურსში მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კომპანია უკვე ტრადიციულად, ყოველ სემესტრში კონკურსის შედეგად არჩევს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ორ სტუდენტს და უფინანსებს სწავლას. JTI-ს სტიპენდიის ამ სემესტრის გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი (2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ღირებულების 100 %) - დავით ხარატიშვილი
II ადგილი (2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ღირებულების 50 %) - ვაკო ბიბიჩაძე
კონკურსი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უკვე მერვედ ჩატარდა.