JTI კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
30 აპრილი 2019
JTI კონკურსში მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კომპანია უკვე ტრადიციულად, ყოველ სემესტრში კონკურსის შედეგად არჩევს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ორ სტუდენტს და უფინანსებს სწავლას. JTI-ს სტიპენდიის ამ სემესტრის გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი (2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ღირებულების 100 %) - უჩა რაზმაძე
II ადგილი (2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ღირებულების 50 %) - მარია ანტონიანი
კონკურსი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უკვე მეცხრედ ჩატარდა.