GE

JTI-მ გამარჯვებულები გამოავლინა

21 ივლისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია, კერძოდ, JTI CAUCASUS-მა დააჯილდოვა კონკურსის შედეგად გამარჯვებული თავისუფალი უნივერსიტეტის ორი სტუდენტი: ნინო გელაშვილი და გიორგი ზაზაძე. ნინოს ერთი სემესტრის სწავლის საფასური 100 პროცენტით დაუფინანსდა, ხოლო გიორგის - 50 პროცენტით.

JTI CAUCASUS-ი და თავისუფალი უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობენ. ეს მათ მიერ ორგანიზებული მოთხე დაჯილდოვებაა. ამჯერად, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც.