JTI-მ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა
24 დეკემბერი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში კომპანია JTI CAUCASUS-მა დააჯილდოვა კონკურსის შედეგად გამარჯვებული თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორი სტუდენტი: ნინო გვაზავა და გიორგი კობიაშვილი.
ნინოს გაზაფხულის სემესტრში სწავლა დაუფინანსდა 100%-ით, ხოლო გიორგის - 50%-ით.
დაჯილდოვების ცერემონიას ესწრებოდნენ ცოდნის ფონდის დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი - ალექსანდრე რახვიაშვილი.
JTI CAUCASUS-ი და თავისუფალი უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობენ.
ეს მათ მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე დაჯილდოვებაა.