GE

ჟურნალ "ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვის" მეხუთე გამოშვება

14 მარტი 2016

გამოვიდა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ჟურნალ "ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვის" მეხუთე გამოშვება, რომელშიც წარმოდგენილია სტატიები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ნომინალიზმის პრინციპი, ვალის აღიარება, პროცენტის გადახდა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას და სხვა.

ჟურნალის გაცნობა შესაძლებელია აქ.

"ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა" 2012 წლიდან ცენტრის მიერ ორგანიზებული სტატიათა კონკურსებისა და სხვადასხვა ღონისძიებებზე წარმოდგენილი მოხსენებების საფუძველზე გამოიცემა.