GE

ჟურნალისტური აზროვნების პირველი ტური

14 მარტი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსის "ჟურნალისტური წერა" პირველი ტური.

კონკურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებივრივი მეცნიერებების სკოლაში აპირებენ ჩაბარებას.

პირველი ტურის წინ აბიტურიენტებს ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტმა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა, ირაკლი კიკნაველიძემ სპეციალური მასტერ-კლასი ჩაუტარა.

კონკურსის მეორე ტური 26 მარტს ჩატარება და დავალების შესრულების წინ მოსწავლეებს ასევე გამოცდილი ჟურნალისტი ჩაუტარებს სპეციალურ მასტერ-კლასს.

კონკურსში გამაჯრვებულები მიიღებენ სასწავლო ვაუჩერებს:

პირველი ადგილი - 2500 ლარი
მეორე ადგილი - 1500 ლარი
მესამე ადგილი - 1000 ლარი

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულები გაივლიან პრაქტიკას ტელეკომპანია რუსთავი 2-ში და ტელეკომპანია ტაბულაში.