GE

ჟურნალისტური წერის კონკურსის გამარჯვებულები

21 აპრილი 2015

21 აპრილს კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში ჟურნალისტური წერის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
 
კონკურსი თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის.
 
დაჯილდოების შემდეგ ზაალ ჩხეიძემ საჯარო ლექცია "ლაკონიური წერის ხელოვნება" ჩაატარა.
 
ზაალ ჩხეიძე პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორია. ლექცია ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის ლაკონიური წერის კონკურსის "წერეთ ქართულად“ ფარგლებში. კონკურსის იდეა ეკუთვნის კახა ბენდუქიძეს.