GE

კამპუსი ფრენსის ფუკუიამას მასპინძლობს

23 აგვისტო 2014

ოთხშაბათს, 3 სექტემბერს 16:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ მეცნიერსა და ფილოსოფოსს, ფრენსის ფუკუიამას (Francis Fukuyama) უმასპინძლებს.

გაიმართება დისკუსია - დემოკრატია და სახელმწიფოს მშენებლობა პოსტ-საბჭოთა კონტექსტში.

ფრენსის ფუკუიამა საყოველთაოდ აღიარებული 1992 წელს გახდა, როცა მისი წიგნი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი" გამოიცა.

დისკუსიაში ასევე იმონაწილევებს სტენფორდის სამართლის სკოლის პროფესორი ერიკ ჯენსენი.

თავისუფალი უნივერსიტეტი ორივე სტუმარს გამორჩეული პროფესორის წოდებას მიანიჭებს.

დისკუსანტი: პოლიტოლოგი გია ნოდია;
მოდერატორი: თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კოვზირიძე.

დისკუსიაზე, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება, დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

მისამართი: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, აღმაშენებლის ხეივანი #240, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, საკონფერენციო დარბაზი.