GE

კამპუსი რაგნარ სილის საჯარო ლექციას უმასპინძლებს

13 თებერვალი 2016

კამპუსი რაგნარ სილის საჯარო ლექციას უმასპინძლებს!
შეხვედრა ჩატარდება 16 თებერვალს, 14:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 420-ე აუდიტორიაში (GOOGLE room).

სტუმარი ისაუბრებს იმაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრია საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის, როგორ უწყობენ ისინი ხელს სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ახალი ბიზნეს მოდელების საშუალებით და როგორ შეუძლიათ ახლებური გადაწყვეტა შემოგვთავაზონ იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ.

რაგნარ სილი შემოქმედებითი ეკონომიკის დარგში კვლევების ცენტრის - Creative Lab-ის დამაარსებელი და მთავარი პარტნიორია.

ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამის წამყვანი ექსპერტია.

ამ როლში იგი კონსულტაციებს უწევს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების გაძლიერების საკითხებში მთავრობებს, კულტურის ოპერატორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს - საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდავაში, სომხეთსა და უკრაინაში - ქვეყენბში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ხორციელდება.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
სამუშაო ენა - ინგლისური.