GE

კამპუსი რობოტების შერკინებას უმასპინძლებს

09 ივლისი 2014

17 ივლისს 19:00 საათიდან დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება რობოტების შერკინება - კამპუსის ღია ტურნირი „14KO".

ამ მასშტაბების და სიძლიერის რობოტები საქართველოში არასდროს შექმნილა.

გამარჯვებული გახდება მხოლოდ ერთი - ის, რომელიც ყველა შერკინებას მოიგებს.

ტურნირის ორგანიზატორები არიან აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები.

ტურნირი გაიმართება დიდ რინგზე (ზომა 8X7 მმ).

შემქმნელები რინგის გარედან პულტით მართავენ საკუთარ რობოტებს.

ტურნირში გამოვლინდება 3 გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება 1000 ლარით, მეორე – 700 ლარით, მესამე – 500 ლარით.

დასწრება თავისუფალია.