GE

კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატის რიგით მე-6 სეზონი

12 თებერვალი 2026

კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატის რიგით მე-6 სეზონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. 

შეჯიბრის ორგანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები გიორგი ქათამაძე, ნანუკა ხატიაშვილი და ნინა ჩხიკვაძე.

ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა ლუკა ჭეიშვილის, ბასა პაიჭაძის, იკა ჩიქვინიძის, გიორგი დვალიშვილის, ილია შარმანაშვილისა და აკაკი ელიაშვილის გუნდმა - სები.

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი - არწივის ქვეშ, რომლის წევრებიც იყვნენ ანა სეფიაშვილი, ნატალი მთავრიშვილი, იონა ხვედელიძე, ლევან შაყულაშვილი, ელენე გელაშვილი და საბა გელაშვილი.

მესამე ადგილი კი დაიკავა გუნდმა - among macs, გუნდის წევრებით ლუკა ლიკლიკაძე, მათე გიორბელიძე, თამარ გელაშვილი, ბაგრატ შონია, ნინი დვალი და სანდრო კუპრაშვილი.

სამივე გუნდს გადაეცა სხვადასხვა პრიზი ჩემპიონატის მხარდამჭერი კომპანიებისგან.

1 2 3 4. 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20