GE

კამპუსის სასწავლო ინფრასტრუქტურა განახლდა

01 თებერვალი 2024

კახა ბენდუქიძის კამპუსში განახლდა სასწავლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ:

  • სრულიად განახლდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა, განხორციელდა როგორც სარემონტო სამუშაოები, ისე შესყიდულ იქნა თანამედროვე დანადგარები
  • განახლდა ვეტერინარიის სასწავლო ლაბორატორია
  • სასურსათო ტექნოლოგიის ლაბორატორიისათვის შეძენილ იქნა დანადგარები
  • შეიქმნა ახალი კულინარიული ამფითეატრი და ბიბლიოთეკა
  • განახლდა მზარეულისა და კონდიტერის პროფესიული პროგრამების ლაბორატორიების დანადგარები
  • გაკეთდა ახალი კომპიუტერული კლასი და გარემონტდა დამატებით ახალი აუდიტორიები

სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლებისათვის საჭირო ხარჯების 50% დაფინანსდა გრანტის ფარგლებში, ხოლო 50% კი კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ.

31 1 31 2 31 3 31=4 31[5 31[6 31[7 31[8 31[9 31[10