GE

კამპუსის ვეტერინარული კლინიკა განახლდა

15 იანვარი 2024

კახა ბენდუქიძის კამპუსში ვეტერინარული კლინიკა განახლდა, რაც მოიცავს სარემონტო სამუშაოების განხორციელებასა და ახალი თანამედროვე დანადგარების შესყიდვას.

ვეტერინარული კლინიკა ფუნქციონირებს კახა ბენდუქიძის კამპუსში. ვეტკლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის: ცხოველთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, გეგმურ ვაქცინაციასა და ანტიპარაზიტულ დამუშავებას, ცხოველთა დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებას, ცხოველთა თერაპიულ მომსახურებას, ქირურგიას, წინასაოპერაციო სტაციონარს, ყოველდღიურ და საგამოფენო გრუმინგს, სტომატოლოგიას და სხვა. 

ასევე, ვეტკლინიკას აქვს სასწავლო დანიშნულება, რამდენადაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამისა და სასერტიფიკატო პროგრამების სტუდენტებს უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები.

ვეტერინარული კლინიკის განახლება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ განხორციელდა 50%-იანი თანადაფინანსება.

28 121 28 12 2 28 12 3 28 12 4