GE

კამპუსმა ჩინური ახალი წლის ღონისძიებას უმასპინძლა

05 თებერვალი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით 1 თებერვალს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, გაიმართა ჩინური ახალი წლის საზეიმო საღამო.

ასევე ჩატარდა VII-XII კლასის მოსწავლეების შემეცნებით-საგანმანათლებლო კონკურსის "რა ვიცით ჩინეთის შესახებ" და III-VI კლასელების ნახატების კონკურსის "ჩემი თვალით დანახული ჩინეთი" გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

კონკურსში გამარჯვებულ პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცათ პრიზები და სერტიფიკატები.

ჩინური ახალი წლის საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი, ძი იენჩი.