GE

კამპუსმა ფრენსის ფუკუიამას უმასპინძლა

03 სექტემბერი 2014

3 სექტემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსმა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ მეცნიერსა და ფილოსოფოსს, ფრენსის ფუკუიამას (Francis Fukuyama) უმასპინძლა.

გაიმართა დისკუსია "დემოკრატია და სახელმწიფოს მშენებლობა პოსტ-საბჭოთა კონტექსტში", რომელშიც მონაწილეობა თავად ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერის გარდა სტენფორდის სამართლის სკოლის პროფესორმა ერიკ ჯენსენმა და პოლიტოლოგმა გია ნოდიამაც მიიღეს.

დისკუსიას 300-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები.

თავისუფალმა უნივერსიტეტმა ფრენსის ფუკუიამას და ერიკ ჯენსენს გამორჩეული პროფესორის წოდება მიანიჭა.

დისკუსიის უძღვებოდა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კოვზირიძე.

შეხვედრა უნივერსიტეტის კანცლერმა ვატო ლეჟავამ და რექტორმა გურამ ჩიქოვანმა გახსნეს.

ფრენსის ფუკუიამა საყოველთაოდ აღიარებული 1992 წელს გახდა, როცა მისი წიგნი "ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი" გამოიცა.

დისკუსიის ბოლოს დარბაზს საშუალება ქონდა სტუმრებისთვის კითხვები დაესვა.