GE

კამპუსს კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობა ეწვია

29 იანვარი 2019

კახა ბენდუქიძის კამპუსს საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობა ეწვია. საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ სე ვუნგი თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს ვახტანგ ლეჟავას შეხვდა. მათ განიხილეს უნივერსიტეტთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები კორეული ენის სწავლებისა და კორეული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით.