GE

კამპუსს Royal College of Defense Studies-ის დელეგაცია ეწვია

22 მაისი 2019

კამპუსს თავისუფალ უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯის (Royal College of Defence Studies) დელეგაცია ეწვია, რომელიც რვა ქვეყნის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კოლუმბია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ომანი, მალაიზია, კენია) უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო პირებისგან და კოლეჯის აკადემიური პერსონალისგან შედგებოდა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯის დელეგაცია თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს შეხვდა.მონაწილეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკური კურსის, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზების და მომავალი სტრატეგიული განვითარების საკითხები განიხილეს.

ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ტურნეს ფარგლებში ჩატარდა, რასაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო კურირებდა. ტურნეს მიზანს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობის და სატრატეგიული განვითარების ხედვის და კონფლიქტების შესაძლო მოგვარების გზების გაცნობა წარმოადგენდა.