GE

კამპუსში ჩინელი ლექტორის - ციენ სიაოიენის საჯარო ლექცია ჩატარდა

02 თებერვალი 2016

2 თებერვალს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა ჩინელი ლექტორის ციენ სიაოიენის საჯარო ლექცია "ჩინური ტრადიციული მედიცინა და აკუპუნქტურული მკურნალობის მეთოდები."

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა ჩინელი ექსპერტისთვის, ენახა ჩინური მედიცინით მკურნალობის რამდენიმე პრაქტიკული ნიმუში, დაესვა საინტერესო კითხვები და მიეღო პასუხები.