კამპუსში ელენე ხოშტარიას საჯარო ლექცია ჩატარდა
13 მაისი 2019
კამპუსში საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის "მომავალ დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით ჩატარდა ელენე ხოშტარიას საჯარო ლექცია-დისკუსია: "აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და მომავალი გამოწვევები".
ელენე ხოშტარია არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი.
ლექცია ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, დემოკრატიული განვითარების ევროპული ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის აკადემიური პროექტის - "გლობალური გამოწვევების ფორუმი 2019"-ის ფარგლებში.
ლექციის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს Youtube არხზე.