GE

კამპუსში გერმანული საღამო ჩატარდა

31 მაისი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის გერმანული მიმართულების ორგანიზებით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა "გერმანული საღამო."

საღამოზე სტუდენტებმა წარმოადგინეს პიესები, ლექსები და სიმღერები, ხოლო ღონისძიების ბოლოს გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებული ფილმის ჩვენება და დაჯილდოვება.