GE

კამპუსში გიორგი მამალაძის საჯარო ლექცია ჩატარდა

01 აპრილი 2019

კამპუსში კომპანია Siemens-ის კორპორატიული ტექნოლოგიების უფროსი software არქიტექტორის, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის გიორგი მამალაძის საჯარო ლექცია "რატომ აღარ არის საკმარისი იყო მხოლოდ კარგი პროგრამისტი?" ჩატარდა.
 
ლექციის თემა იყო პროგრამისტის როლი, რომელმაც თანამედროვეობაში ცვლილება განიცადა. ამის მიზეზი კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქლაუდ ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემების შენახვის, გადაცემისა და დამუშავების ტექნოლოგიების არნახული გაიაფებაა, რომელმაც მანამდე წარმოუდგენელი აპლიკაციების შექმნა გახადა შესაძლებელი. ახალი ტიპის software სისტემები კლასიკური desktop, web და მობილური აპლიკაციებისაგან განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვენ. შესაბამისად, პროგრამისტის, როგორც რომელიმე კონკრეტული პროგრამირების ენაში ან ფრეიმვორკში დახელოვნებული დამკვეთის მოთხოვნების შემსრულებლის როლიც შეიცვალა.
 
მომხსენებელმა საკუთარი გამოცდილების განხილვის საფუძველზე სცადა აეხსნა თუ რა დამატებითი ცოდნა, გამოცდილება და უნარები მოეთხოვება ახალი თაობის პროგრამისტს ახალ როლთან გასამკლავებლად. მან ასევე ისაუბრა software არქიტექტურაში მომხდარი ძვრების შესახებ, რომლებიც ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და გვაიძულებს საყოვლთაოდ მიღებული მიდგომის გადაფასებას.
 
ლექციის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.