GE

კამპუსში იაპონური იუმორისტული წარმოდგენა რაკუგო გაიმართა

02 აპრილი 2019

კამპუსში იაპონური იუმორისტული წარმოდგენა რაკუგო გაიმართა. რაკუგო ტრადიციული იაპონური წარმოდგენის სახეობაა, რომელიც გასულ საუკუნეებში იაპონური თეატრი "ნოს" აქტებშორისი შესვენების დროს იმართებოდა თეატრის მაყურებლის გასართობად. რაკუგო წარმოადგენს ერთგვარ იაპონურ stand-up-ს, სადაც მთხრობელი მჯდომარე ჰყვება მხიარულ, მახვილგონივრულ ისტორიას. ამ სახის წარმოდგენა საქართველოში პირველად გაიმართა პროფესიონალი იაპონელი შემსრულებლების მონაწილეობით. წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა გამომსვლელმა.
 
წარმოდგენის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.