GE

კამპუსში ირაკლი რეხვიაშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა

10 მარტი 2016

2 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა ირაკლი რეხვიაშვილის საჯარო ლექცია “მეწარმეობის მნიშვნელობა საქართველოში, გამჭვირვალე გზით მუშაობა და პასუხისმგებლობის ქონა ინვესტორების მიმართ.”

2000-2004 წლებში ირაკლი რეხვიაშვილი იყო ბუდაპეშტში ადგილობრივი თითმმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმების ინსტიტუტის პროგრამების მენეჯერი.

2004 წელს ის გახდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

ირაკლი რეხვიაშვილი ამჟამად არის საქართველოს ბანკის წარმომადგენელი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.