GE

კამპუსში ჟურნალისტური წერის კონკურსის ფინალი ჩატარდა

13 აპრილი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა შემეცნებითი კონკურსის ჟურნალისტური წერის ფინალი.

მონაწილეებისთვის დავალება შეადგინა მწერალმა და ჟურნალისტმა, ნესტან კვინიკაძემ.

კონკურსანტებს ევალებოდათ დაეწერათ ცნობილი ზღაპრის, შარლ პეროს “წითელქუდას” ორი ვარიანტი, ერთი შემოქმედებითი, ხოლო მეორე ჟურნალისტური.

ერთადერთი შეზღუდვა, რაც მონაწილეებს ჰქონდათ, იყო ის, რომ მათ არ უნდა დაერღვიათ ზღაპრის ფაბულა. თუმცა ჰქონდათ შესაძლებლობა განევრცოთ იგი და დაემატებინათ გმირები.

ჟურნალისტური სტილით წერისას უნდა აერჩიათ მსხვერპლი და შესაბამისი პერსპექტივიდან დაეწერათ რეპორტაჟი. ამბის ამ სტილით გადმოცემისას, ნაწერი არ უნდა ყოფილიყო ემოციური, არამედ ინფორმაციული და მაქსმიმალურად მოკლებული მხატვრულობას.

ჟურნალისტური წერის კონკურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებივრივი მეცნიერებების სკოლაში აპირებენ ჩაბარებას.

კონკურსში გამაჯრვებულები მიიღებენ სასწავლო ვაუჩერებს:

პირველი ადგილი - 2500 ლარი
მეორე ადგილი - 1500 ლარი
მესამე ადგილი - 1000 ლარი

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულები გაივლიან პრაქტიკას ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და ტელეკომპანია ტაბულაში.

ჟურნალისტური წერის კონკურსში გმარჯვებულები გამოვლინდებიან კახა ბენდუქიძის კვირეულში.