GE

კამპუსში ჟურნალისტური წერის კონკურსის მეორე ტური ჩატარდა

31 მარტი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა შემეცნებითი კონკურსის, "ჟურნალისტური წერის" მეორე ტური, აბიტურიენტებს მასტერკლასი ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ჩაუტარა. ამჯერად, მონაწილეების ამოცანა იყო მათთვის უცნობი ფოტოს მიხედვით რეპორტაჟის მომზადება.

ჟურნალისტური წერის კონკურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებივრივი მეცნიერებების სკოლაში აპირებენ ჩაბარებას.

კონკურსში გამაჯრვებულები მიიღებენ სასწავლო ვაუჩერებს:

პირველი ადგილი - 2500 ლარი
მეორე ადგილი - 1500 ლარი
მესამე ადგილი - 1000 ლარი

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულები გაივლიან პრაქტიკას ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და ტელეკომპანია ტაბულაში.